პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სხდომა მიმდინარეობს. განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია. ამ წუთებში კომისიის კითხვებს პასუხობს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია. მანამდე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო გამოცხადებაზე უარის გამო პროკურატურას მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართოს.