აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის მოკავშირეთა მხარდაჭერისა და ნატო-ს გაძლიერების საკითხები იყო. ლატვიის საგარეო მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ აღნიშნული შეხვედრა დადებითად შეაფასა. ესტონეთის საგარეო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და უკრაინაში მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ ნაყოფიერი მსჯელობა წარიმართა.