თურქეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მისი თქმით, თურქეთი ახლა ძალიან მგრძნობიარე დღეებს გადის, სადაც მოთმინებით, სიმშვიდით და გონივრულად მოქმედება აუცილებელია. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროვოკაციებს არ დაუშვებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადების პარალელურად, კვლავ ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობდა. სტამბოლში ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მეშვიდე დღეა, გრძელდება. მუნიციპალიტეტის შენობის წინ გასულ ღამესაც ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.