სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ 31 მარტი ის დღეა, როცა ქართველმა ხალხმა სამუდამოდ უარი უთხრა ოკუპაციას რაც ყველამ ერთად უნდა აღნიშნოს. ამავე დროს, სავარაუდოდ, სწორედ 31 მარტს უნდა გაგხდეს ცნობილი თუ რა გეგმა აქვთ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას. მეხუთე პრეზიდენტის მისამართით ზოგიერთი ოპოზიციონერი პოილიტიკოსის კრიტიკული განცხადებების მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტები კვლავაც ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ის პუნქტები თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ქართულ ოცნებაში, რომლის წევრები მიიჩნევენ, რომ ოპონენტებს პოლიტიკური რესურსი ამოეწურათ.