ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ გერმანიის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი კვლავ პოლიტიკური განხილვის საკითხია. ოპოზიციონერი პოლოტიკოსები ბალტიის ქვეყნების შემდგომ ახლა უკვე გერმანიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ქართული ოცნების წინააღმდეგ შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედებას დასავლეთის სხვა ქვეყნებისგანაც ელოდებიან. მათი თქმით, უკვე მიღებული სანქციები მმარველ გუნზე წნეხს გააძლიერებს და აიძულებს დათმობებზე წავიდეს. თავად ქართული ოცნების წევრები გერმანიის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს. გერმანიამ დამატებითი აკრძალვები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები.