მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 2 აპრილს ჩანიშნა. როგორც ცნობილია, მომდევნო სასამართლო სხდომაზე საქმეს ახალი მოსამართლე ეყოლება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეცვლის ირაკლი შვანგირაძეს. 25 მარტის პროცესზეე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, 2 აპრილს კი ისინი საქმის არსებით განხილვას დაიწყებენ. სასამართლო პროცესზე, რომელიც თითქმის 7 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები დასაშვებლად სრულად, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებები ნაწილობრივ ცნო. სასამართლო პროცესზე უფლებადამცველების მიერ დაყენებული შუამდგომლობების მოსამართლის მიერ არ დაკმაყოფილების გამო სხდომაზე ხმაური რამდენჯერმე იყო. ირაკლი შვანგირაძემ მათ შორის არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, სასამართლო პროცესიის სრულად გახსნასთან დაკავშირებით ,რაზეც ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ უკმაყოფილება გამოთქვა, მოსამართლეს მონა უწოდა. ამის შემდგომ მოსამართლემ ბრალდებული დარბაზიდან გააძევა. პროცესი პროტესტის ნიშნად თავად დატოვა კიდევ ერთმა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა. ადვოკატების შეფასებით, სასამართლო პროცესები გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს და დამყარებულია პოლიტიკურ მოტივაციებზე.