აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი კოლეგებს მოუწოდებს "MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირონ. პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ამერიკელი სენატორი წერს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით. “დემონსტრანტები აგრძელებენ მშვიდობიან მოძრაობას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ “MEGOBARI აქტის” მხარდაჭერაში”, - წერს შაჰინი.