გერმანიის მთავრობის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ „ქართული ოცნება“ კვლავ „დიფ სთეითსა“ და საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის მცდელობაზე საუბრობს. თავის მხრივ, ქართულ ოპოზიციაში გერმანიის საგარეო უწყების ამ გადაწყეტილებას მიესალმებიან - ხელისუფლების ოპონენტები სანქციებს დასავლეთის სხვა ქვეყნებისგანაც ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვინ დასანქცირდა გერმანიის მიერ, თუმცა მმართველი პარტიის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ გერმანიაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსაც ეხებოდეს.