საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე პროექტი - „ერთი დღე ჯარში“ მიმდინარეობს. ამჯერად, ვაზიანის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ თბილისის ილია. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის , რუსთავის მე-9 საჯარო და თბილისის კერძო სკოლა „აისის“ 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ მე-9 კლასების მოსწავლეები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“. მოზარდებს ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, მათთან გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.