პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არც ბადრი ჯაფარიძე აპირებს - რას წერს სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძე - Palitra News

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არც ბადრი ჯაფარიძე აპირებს - რას წერს სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძე

2025-03-25 15:56:53+04:00

"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. მიზეზი დაბარების მიუხედავად საგამოძიებო კომისთან თანამშრომლობასა და გამოცხადებაზე ხაზარაძის უარია. პროკურატურისთვის მიმართვის ფაქტს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები პოლიტიკური დევნად აფასებენ. საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა ბადრი ჯაფარიძემაც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯაფარიძე წერს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს. საგამოძიებო კომისიამ დღეს შპს მაგნატის „მაგნატის“ მესაკუთრე, ჯემალ ლეონიძესა და მის ადვოკატს მოუსმინეს.