რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა და 139 დრონი გაუშვეს. მტრის თავდასხმის შედეგად 7 ოლქი დაზარალდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 34 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.