რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს - Palitra News

რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს

2025-03-25 15:56:56+04:00

რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა და 139 დრონი გაუშვეს. მტრის თავდასხმის შედეგად 7 ოლქი დაზარალდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 34 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.