ისრაელმა სირიის ბაზებზე სამხედრო ობიექტებს დაარტყა - Palitra News

ისრაელმა სირიის ბაზებზე სამხედრო ობიექტებს დაარტყა

2025-03-25 10:00:22+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სირიაში „დარჩენილ სამხედრო შესაძლებლობებს“ დაარტყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის ძალებმა სირიაში იერიში პალმირასა და T-4 სამხედრო ბაზებზე მიიტანეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს მოქმედებას ისრაელის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.