უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა

2025-03-25 09:42:31+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური მიწვევა ჯეი დი ვენსს - უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა.

უცხოური მედიების ცნობით, ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯეი დი ვენსს შესთავაზა, ომის მიმდინარეობის პროცესში უკრაინაში არჩასვლის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიწვევაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენსს მოუწოდა, ეწვიოს უკრაინას, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა ვითარებაა ომში მყოფ ქვეყანაში.