ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური მიწვევა ჯეი დი ვენსს - უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს უკრაინაში ვიზიტის მიწვევა გაუგზავნა.
უცხოური მედიების ცნობით, ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯეი დი ვენსს შესთავაზა, ომის მიმდინარეობის პროცესში უკრაინაში არჩასვლის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიწვევაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენსს მოუწოდა, ეწვიოს უკრაინას, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა ვითარებაა ომში მყოფ ქვეყანაში.