საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის 117-ე დღემ პარლამენტთან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა გუშინაც მოახერხეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია, კერძოდ - ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები მოქალაქეები. გუშინდელი აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ მიტანილი.