ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, დღეს ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედასა და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს, საულიუს სკვერნელისს შეხვდება. დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა სეიმის პლენარულ სხდომაზეც. ზურაბიშვილი ასევე გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაშიც ჩაერთვება. ასევე, დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. როგორც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, საგარეო მიმართულებით პარტნიორებთან შეხვედრები გაგრძელდება და მეხუთე ორეზიდენტთან ერთად პროცესში ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან. ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ საკუთარ ოპონენტებს მოღალატეებს უწოდებს, მათ მიერ დაგეგმილ ვიზიტებს კი რევოლუციური სცენარისთვის მზადებად მიიჩნევს.