გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს თანამდებობის პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა - Palitra News

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს თანამდებობის პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა

2025-03-25 09:37:26+04:00

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს თანამდებობის პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ კონკრეტდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თითქმის სამი თვეა, საქართველოს ხალხი ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად დემონსტრაციებს ატარებს, რაც საქართველოს მმართველების მიერ შეცვლილ საგარეო კურსს ეწინააღმდეგება - გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს „კვლავ დაშინებით, დაპატიმრებითა და ძალადობით პასოხობენ“.

გერმანიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აშშ-შიც გამოეხმაურნენ - ამერიკელი კონგრესმენი და „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი წერს, რომ ის მადლობელია „ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის“. მისივე განცხადებით, მომავალში მეტი სანქცია იქნება, ხოლო საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. ამავე თემას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა - მან გერმანიის საგარეო უწყების მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნების დამატებით დასანქცირების ფაქტს „ძალიან მისასალმებელი“ უწოდა.