სალომე ზურაბიშვილი - ლიეტუვა ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას - ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ლიეტუვა ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას - ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ

2025-03-24 21:34:09+04:00

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვაში ვიწყებ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვაში ვიწყებ. ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ჩვენს ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.