ამ წუთებში, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში, ერ-რიადში, რუსეთის დელეგაცია, ამერიკელი მომლაპარაკებლების ტექნიკურ ჯგუფს ხვდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე მსჯელობენ. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი შედგა. მანამდე, გასულ დღეს საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგში ენერგეტიკული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თაობაზე წინადადებები იდგა.