აშშ-ის სენატში მეგობარი აქტის განხილვამდე 3 დღით ადრე „ქართული ოცნება“ კვლავ ამ დოკუმენტის ინიციატორებს აკრიტიკებს. ხელისუფლება უცხოელი პოლიტიკური აქტორების მხრიდან საქართველოს მთავრობის შანტაჟის მცდელობაზე საუბრობს და მეგობარ აქტს ქართველი ხალხის მიმართ უმადრობის გამოჩენად აფასებს. მეგობარ აქტზე დიდ იმედებს ამყარებენ ოპოზიციაში. ქართული ოცნების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ “დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა ექნება.