რა იქნება ბალტიისპირეთის რეგიონში ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილის მომდევნო სამოქმედო გეგმა - Palitra News

რა იქნება ბალტიისპირეთის რეგიონში ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილის მომდევნო სამოქმედო გეგმა

2025-03-24 21:26:07+04:00

რა იქნება ბალტიისპირეთის რეგიონში ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილის მომდევნო სამოქმედო გეგმა - ოპოზიცია ევროპის სხვა დედაქალაქებში ერთობლივ ვიზიტებს აანონსებს. ხელისუფლების ოპონენტები თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ და სტრატეგიულ ამოცანად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. თავის მხრივ, მმართველ პარტიაში ოპოზიციის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია გარე დირექტივებით მოქმედებს და მე-5 პრეზიდენტის ამჟამინდელ ვიზიტსაც სწორედ უცხოელი აქტორების მხრიდან მორიგი დავალების მისაღებად გამოიყენებს.