ამ წუთებში, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში, ერ რიადში, რუსეთის დელეგაცია, ამერიკელი მომლაპარაკებლების ტექნიკურ ჯგუფს ხვდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე მსჯელობენ. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაა. მანამდე, საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ტექნიკურ დეტალებს ეთმობოდა. დღის წესრიგში იდგა წინადადებები ენერგეტიკული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თაობაზეც. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებში პროგრესი იქნება. უფრო ვრცლად, რას ამბობენ ლიდერები და როგორ ვითარდებოდა პროცესები საუდის არაბეთის დედაქალაქში.