სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ჰან დაკ-სუს იმპიჩმენტი გააუქმა და მას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება აღუდგინა. Reuters-ის ინფორმაციით, იმპიჩმენტის შეწყვეტას მხარი 8 მოსამართლიდან შვიდმა დაუჭირა. სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პრეზიდენტ იუნ სუკ იოლისგან გადაიბარა, რომელსაც გასული წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იმპიჩმენტი მოუწყვეს. როგორც Reuters-ი წერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჰან დაკ-სუ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუყოვნებლივ უბრუნდება.