რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. გასულ დღეს სუმზე დარტყმების შედეგად ორი ადამიანია დაღუპული. უკრაინული მედია სუმის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა თავდასხმებისთვის მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენა. იერიშების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი კი განადგურებულია. თავდასხმა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, სადაც ოთხი ადამიანია დაშავებული. მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.