საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. ერ რიადში რუეთისა და უკრაინის დელეგაციები, ამერიკელი მომლაპარაკებლების ტექნიკურ ჯგუფებს ცალკეულად შეხვდნენ და ცეცხლის შეწყვეტისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. მოლაპარაკებები მაქოს პრინციპით წარიმართა და ის ტექნიკურ დეტალებს ეთმობოდა. დღის წესრიგში იდგა წინადადებები ენერგეტიკული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თაობაზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებში პროგრესი იქნება. მისივე თქმით პროგრესი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სახეზეა გადაწყვეტილება ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ახლა კი მსჯელობა შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე წარიმართება.