პარლამენტი ახალი კანონების განხილვას განაგრძობს . უმრავლესობა ამჯერად მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ახალი გამკაცრებული რეგულაციები ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს, ასევე მათ ონლაინ გვერდებს შეეხება მმართველი გუნდის მორიგი რეპრესიული მექანიზმია. ოპონენტების ბრალდებები უსაფუძვლოა ქართული ოცნებისთვის.