ხვალ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის გუნდს უმასპინძლებს. ხუთშაბათს, ამ გუნდებს შორის ერევანში გამართული მატჩი ქართველებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს. საპასუხო თამაშის წინ ჩვენმა გუნდმა დღეს, „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ასევე დღეს გაიმართა საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და გუნდების ლიდერების პრესკონფერენცია.