27 მარს აშშ-ის სენატში „მეგობარ აქტს“ განიხილავენ - Palitra News

27 მარს აშშ-ის სენატში „მეგობარ აქტს“ განიხილავენ

2025-03-22 20:29:54+04:00

27 მარს აშშ-ის სენატში „მეგობარ აქტს“ განიხილავენ. დოკუმენტს ორი დატვირთვა აქვს - ერთის მხრივ, ის საქართველოს სახელმწიფოსთვის ფინანსურ და სანხედრო დახმარებას, ხოლო მეორეს მხრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დასანქცირებას გულისხმობს. ვიდრე ამერიკელი სენატორები აღნიშნულ აქტზე მსჯელობას დაიწყებენ, დღეს საქართველოში ამ კანონპროექტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი შეკრების მიზანია ამერიკელი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი „მეგობარ აქტის“ სულისკვეთებას იზიარებს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები უკვე ემზადებიან დღევანდელი მარშისთვის - როგორც ცნობილია, ისინი მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებიან.