გერმანიის დახმარების პაკეტი უკრაინას - ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიზნით 2025 წლისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, 2026-2029 წლებისთვის კი დამატებით 8.3 მილიარდი ევრო გამოყო. „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს პუტინისთვის უკრაინის მოკავშირეებისთვის სწორი გადაწყვეტილება და მკაფიო სიგნალია. უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს.