ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია - სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ომში მყოფ ქვეყანაში არჩევნები უახლოეს მომავალში ჩატარდება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი არჩევნები უკრაინაში, უიტკოფმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა – დონბასი, ყირიმი, ლუგანსკია, სადაც რუსულად საუბრობენ და რეფერენდუმის მიხედვით, ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა.