აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება - Palitra News

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება

2025-03-22 16:06:00+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული ინიციატივა სამართლებრივად აფხაზეთის მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება. აღნიშნული სიახლე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასის წევრებს ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მათ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს.