ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა დასკვნა, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს ეხება. კომისიის მორიგ დასკვნაში მიღებული ცვლილებები გაკრიტიკებულია და ნათქვამია, რომ ცვლილებების მიღება დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, პოლიტიკური მხარეები განიხილავენ, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ თვითმარტველობის არჩევნებში.