საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2-რ მილიონ 500-ი ათას ლარზე მეტი გამოეყო. გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 000 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 000 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 000 ლარი გამოეყოფა. განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.