პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიაონობას ოპოზიციური პარტიები კრიტიკულად და ნიჰილისტურად აფასებენ. ბარიერ გადალახული კოალიციები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეებზე მანიპულირებას სწორედ წარსულზე საუბრით ცდილობს. მათივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 13 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულები გამოეძიებინა და დაესაჯა ყველა ის პირი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოქალაქეებზე ძალადობდა და ადამიანის უფლებებს არღვევდა.