მსოფლიო, საუდის არაბეთში, 24 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკებების მოლოდინშია. ერ-რიადში, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შედგეს. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის მოლოდინები ოპტიმისტურია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოაწერს. მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურების ფონზე, რუსეთი უკრაინაზე მასირებულ შეტევებს ახორციელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. როგორია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არსებული პროგნოზები და რას ამბობენ ლიდერები?