დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული, გიორგი ჩიკვაიძე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა მოინახულა. როგორც ირკვევა, შიმშილობიდან მე-10 დღეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩიკვაიძის ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული ციხეში შეუძლოდ გახდა. კერძოდ კი, ოჯახის წევრების განცხადებით, ჩიკვაიძეს ხანგრძლივი კრუნჩხვა ჰქონდა, რომლის შედეგადაც, პენიტენციური დაწესებულების ექიმების ვარაუდით, თავის ტვინი დაუზიანდა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს არც ერთ ფეხში მგრძნობელობა არ აქვს და ის ეტლით დაჰყავთ. უფრო კონკრეტულად, როგორია ჩიკვაიძის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა?