პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დასრულებულია - როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში მორიგი სხდომა და რა შეკითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს - Palitra News

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დასრულებულია - როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში მორიგი სხდომა და რა შეკითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს

2025-03-21 21:03:35+04:00

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დასრულებულია. კომისიის წევრებმა ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე, კერძოდ ბესო ხარძიანის საკითხი განიხილეს. დღევანდელ სხდომას გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილი დაესწრო და კომისიის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. ამასთანავე, კომისიის წევრებმა შეკითხვები გიორგი უდესიანის ნათესავს, ზაზა გუგავასაც, რომელიც პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად გამოიკითხა. კომისიის წევრებმა ასევე ამ საქმესთან დაკავშირებული ადვოკატებიც გამოკითხეს. როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა და რა შეკითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს?