თბილისის „ახალ ოლიმპიური სასახლეში“, ძიუდოში დიდი საერთაშორისო ტურნირის „თბილისის გრანდ-სლემის“ მასპინძლობის პირველ დღეს, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა, მამუკა კვარაცხელიამ, ჩაატარა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ავტობიოგრაფიას ასახავს. წიგნს სიმბოლური სახელწოდება, "სამასმეერთე" აქვს. ავტორის განცხადებით, ლაშა ბექაური 300-ი არაგველების შთამომავალია, რომელიც "მათ გზას აგრძელებს". წიგნის პრეზენტაციას ასევე ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი, ლერი ხაბელოვიც დაესწრო. მან ლაშა ბექაურსა და დამწყებ მოჭიდავეებს წარმატებებიც უსურვა. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ კი „თბილისის გრანდ-სლემი“ დაიწყო, რომელიც 23 მარტს დასრულდება და მასში 53 ქვეყნის 450 ძიუდოისტი მონაწილეობს.