ვიქტორ ორბანის განცხადებით, დადგება მომენტი, როდესაც უნგრეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების უმრავლესობის შეხედულებად იქცევა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის გაგრძელების მხარდაჭერა აღარ არის ისეთი მტკიცე, როგორც ადრე იყო. როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრულმა ოჯახებმა ომის გამო 2.5 მილიონი უნგრული ფორინტი, უფრო მდიდარმა ქვეყნებმა კი კიდევ უფრო მეტი დაკარგეს. ვიქტორ ორბანის კომენტარს სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.