უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადებით, აშშ გეგმავს, რომ საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს. კელოგის თქმით, მოლაპარაკებები მოიცავს ე.წ. „მაქოს დიპლომატიას“ , შესაბამისად რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები ცალ-ცალკე ოთახებში იქნებიან. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის მოლოდინები ოპტიმისტურია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოაწერს. პარალელურად, ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს უკრაინის შესახებ იმსჯელებენ. პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინის დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს განიხილავენ.