როგორ მიმდინარეობს დროებითი საგამოზიებო კომისიის მორიგი სხდომა საქართველოს პარლამენტში და რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს - Palitra News

როგორ მიმდინარეობს დროებითი საგამოზიებო კომისიის მორიგი სხდომა საქართველოს პარლამენტში და რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს

2025-03-21 15:37:54+04:00

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გრძელდება. კომისიის წევრები ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთ საქმეს, კერძოდ ბესო ხარძიანის საკითხს განიხილავენ. დღევანდელ სხდომას გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესო ხარძიანის შვილი დაესწრო და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. სხდომაზე კომისიის წევრებმა კითხვები დაუსვეს გიორგი უდესიანის ნათესავ ზაზა გუგავასაც, რომელიც პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად გამოიკითხა. ამ წუთებში კი კომისიის წევრები კითხვებს უსვამენ საქმესთან დაკავშირებულ ადვოკატებს. როგორ მიმდინარეობს დროებითი საგამოზიებო კომისიის მორიგი სხდომა საქართველოს პარლამენტში და რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს.