27 მარტს, ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი “მეგობარი აქტს” განიხილავს, განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე კი - დოკუმენტის მხარდამჭერი მარში დაანონსდა. მესამე სექტორი და ოპოზიცია მიუთითებს რომ აუცილებელია, 22 მარტს, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ევროპული სტრუქტურებისადმი ერთგულება და ევროინტეგრაციისადმი ქართული საზოგადოების ურყევი მისწრაფება. მმართველი გუნდის შეფასებით, მეგობარი აქტი, თავისი შინაარსით არამეგობრულია, ხოლო ოპოზიციის გეგმები და დაანონსებული აქცია, დიფ სთეითის წარმომადგენლებისგანაა ნაკარნახევი.