თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქციები გრძელდება. საზოგადოებრივი შეკრების აკრძალვისა და პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადების მიუხედავად, სტამბოლში დემონსტრაციები სხვადასხვა ადგილას იმართება. მათ შორის მუნიციპალიტეტის შენობის შესასვლელთან სტამბოლის მერის დაკავებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.