აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოაწერს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოაწერს

2025-03-21 09:40:19+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოაწერს. ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც. მანვე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო სატელეფონო ზარები გაიხსენა. მისი თქმით, პროცესები სწორი სვლით მიმდინარეობს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები აშშ-ს შუამავლობით მთავარ მიზანს მიაღწევენ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგება. მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ოვალური კაბინეტის დაძაბული შეხვედრის შემდეგ მისი ხელმოწერა არ მოხდა.