უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადებით, აშშ გეგმავს, რომ საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს. მისი თქმით, მოლაპარაკებები მოიცავს ე.წ. „მაქოს დიპლომატიას“ და რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები ცალ-ცალკე ოთახებში იქნებიან. როგორც კელოგმა აღნიშნა, „მაქოს დიპლომატიის“ საშუალებით მოიძებნება გზა თუ როგორ შეიძლება ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს და ეს მიმდინარე ომის დასასრულებლად პირველი ნაბიჯი იქნება. აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრები საუდის არაბეთში 24 მარტს შედგება.