სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. სახელმწიფო მინისტრი სოფელ უზუნთალაში მოწყობილ ეთნიკურ კუთხეებს ესტუმრა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების საგამოფენო კუთხეები დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. მინისტრმა ახალგაზრდებთან ერთად კოცონის ანთების საზეიმო რიტუალშიც მიიღო მონაწილეოა. კაბალის თემში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.