საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრებმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცეს. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.