რა შედეგით დასრულდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან მიმდინარე მრავალთვიანი კონსულტაციები. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 31 მარტის მოლოდინში არიან. ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომელიც ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ოპოზიცია ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს. ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ერთიანობის მნიშვნელობაზეც ამახვილებენ. მათი განცხადებით , მიმდინარე პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი, ზეპარტიულ საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოზიციების არსებობაა.