22 მარტს დაგეგმილი მეგობარი აქტის მხარდასაჭერს მარშს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. როგორც ისინი ამბობენ, მეგობარ აქტს საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერას, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მარშში მონაწილეობა აუცილებელია, იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ქართველი ხალხის სწრაფვა ევროპისკენ კიდევ ერთხელ დაინახონ. თბილისში, ხვალ „აშშ-ს მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობას გამართავენ, შემდეგ კი პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.